- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-12-21 07:50:37
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში. სოფელ გვარაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გიორგი საკარული