- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-12-09 10:53:56
დღეს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეგიონის მასშტაბით 4 კოვიდკლინიკას დედოფლისწყაროს საავადმყოფოც შეურთდა, ამიტომ სპეციალისტები არსებულ ვითარებას, ჯერჯერობით, კარგად უმკლავდებიან.
„კორონავირუსის ინფექციის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება ამ დრომდე სტაბილური და მართვადია. მოქალაქეები მინდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - განმარტა შიოშვილმა.
ირაკლი შიოშვილი მოქალაქეებს ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების, წესებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
დღევანდელი მონაცამებით, კახეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 5900-მდე გაიზარდა.
რეგიონის მასშტაბით, სექტემბრიდან ამ დრომდე, სულ 2802 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 გარდაიცვალა.
მაკა მოსიაშვილი