QronikaPlus
ბათუმში COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

2020-12-09 10:08:59

გარდაცვლილია რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ტრავმატოლოგი, შოთა ბერიძე, რომელიც ამავე საავადმყოფოში კორონავირუსზე მკურნალობდა.

ექიმი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს  კოვიდკლინიკაში 6 დეკემბერს შეიყვანეს, იგი გუშინ, 8 დეკემბერს გარდაიცვალა.

შოთა ბერიძე 2011 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იგი 63 წლის იყო.

აჭარაში COVID-19-მა სულ 8 მედიკოსი იმსხვერპლა.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება