- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-12-09 10:07:17
აჭარაში COVID-19-ის 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 456 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდკლინიკებში 980 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 48 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარაში დღეის მონაცემებით 1684 ადამიანია კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში კი 10 441 პირი იმყოფება.
ხვიჩა მამულაძე