- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-12-08 07:02:41
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილის განმარტებით: „ეს პროცესი რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოქალაქეების ჩართულობა მის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს“.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ჯონიაშვილი იმ პროტოკოლს განმარტავს, რითაც საავადმყოფო მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოქმედებს:
„სწრაფი ანტიგენ ტესტი უტარდებათ მოქალაქეებს, რომლებიც სიმპტომების მიუხედავად მოგვმართავენ. ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში დღის განმავლობაში, დაახლოებით, 70-დან 90-მდე პაციენტის ტესტირება ხორციელდება. თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ სწრაფმა ანტიგენ-ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, შესაძლებელია, უფრო ღრმა, PCR ტესტირება ჩატარდეს, ამის შესახებ უკვე ოჯახის ექიმი იღებს გადაწყვეტილებას“.
ამ დროისთვის კახეთში სწრაფი ანტიგენ-ტესტირების ჩატარება 26 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი:
კახეთის რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს: რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა .
შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, რეგიონში COVID-19-ის პრევენციისთვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილებით ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ: ახალი დადგენილების თანახმად, მარტივდება ტესტირების პროცედურა და მოქალაქეებს ტესტის ჩატარება ოჯახის ექიმის გადამისამართების გარეშეც შეეძლებათ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ამერიკაში მოღვაწე ექიმმა, დავით მრელაშვილმაც.
მაკა მოსიაშვილი