- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-18 08:35:03
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში Covid-19 ზე ჩატარებული 39 ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყველა უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 14 პირი და მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. საერთო ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR-ტესტი 9 384 ადამიანს ჩაუტარდა. კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის მხოლოდ 2 COVID-19 ინფიცირებული მკურნალობს.
ხვიჩა მამულაძე