QronikaPlus
გურჯაანის სასამართლომ სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

გურჯაანის სასამართლომ სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

2020-05-14 10:31:37

6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების საქმეზე მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. დავით ნარიმანიშვილის განჩინებით, საქმეში მხოლოდ ორი არასრულწლოვანის ჩვენება არსებობდა, რაც მტკიცებულებად არ მიიჩნია და სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო. განაჩენის გამოცხადებას ბავშვის ოჯახის წევრების ხმაური მოყვა, თუმცა ვითარება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. პროცესი 13 მაისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

შემთხვევა გასულ წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში 6 წლის ბავშვის მიმართ გაყვნილი ქმედებისთვის შარშან ივლისში ოჯახის ახლობელი კაცი დააკავეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეეფარდა, თუმცა იმის გამო, რომ 9 თვის ვადაში განაჩენი არ დადგა და საქმის სირთულიდან გამომდინარე პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო გახანგრძლივდა, კანონმდებლობის თანახმად, 58 წლის კაცი გაათავისუფლეს, თუმცა ბრალი დღემდე არ მოუხსნეს და სხდომები დისტანციურად გრძელდებოდა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება