QronikaPlus
კახეთის საოლქო პროკურორად კონსტანტინე სირაძე დაინიშნა

კახეთის საოლქო პროკურორად კონსტანტინე სირაძე დაინიშნა

2020-05-11 15:58:40

ოლქის ახალი პროკურორი თანამშრომლებს დღეს წარუდგინეს. კონსტანტინე სირაძე თბილისის პროკურორის მოადგილედ მუშაობდა და ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე ჩვენება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასაც მისცა.

სირაძემ კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი შეცვალა, რომელიც კახეთში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობიდან, 2018 წლის თებერვალში გადაიყვანეს. კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა, მან სამი დღის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება