- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-11 09:25:10
ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ COVID-19 კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, პაციენტი 81 წლის მამაკაცია და ის „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. ეს აჭარაში ახალი COVID-19 გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა, 73 წლის ქალი, რომლის ინფიცირებაც „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდებოდა. კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის 13 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე. ბოლო მონაცემებით საქართველოში 638 ადამიანს დაუდასტურდა COVID-19 აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ხვიჩა მამულაძე