QronikaPlus
აჭარაში 10 დღეა covid-19 ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარაში 10 დღეა covid-19 ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2020-05-10 06:02:12

აჭარაში უკვე მეათე დღეა, covid-19 ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბათუმის ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში 246 პირის ანალიზი იყო გამოკვლეული და ყველა პასუხი უარყოფითია. შეგახსენებთ, რომ აჭარაში covid-19 პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. ინფიცირება სულ დაუდასტურდა 71 პირს. მათგან 42 გამოჯანმრთელდა. ერთი კი გარდაიცვალა.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება