- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-09 11:44:38
თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 7 მონაწილეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ლარი ჩაერიცხა. გარდა ამისა, ბიზნესმენმა გიორგი მათურელმა ვეტერანებს 250 ლარი საკუთარი ინიციატივით გადასცა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მათ 600 ლარით დაეხმარება და მედიკამენტების შესაძენად 100 ლარიან ვაუჩერს გადასცემს. „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მათურელს, რომელმაც გულისხმიერება გამოიჩინა და ჩვენს ვეტერანებს 250 ლარით დაეხმარა. ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყევლა იმ ბიზნესმენსა და მოხალისეს გადავუხადო მადლობა, რომლებიც გაჭირვებულ მოსახლეობას ამ პერიოდში გვერდით უდგანან და ამ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. ეს არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი“, - აღნიშნა თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.
მაკა მოსიაშვილი