- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-07 08:50:59
აჭარაში covid-19 შემთხვევა დღესაც არ დაფიქსირდა. როგორც „ქრონიკა+“-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს , ლაბორატორიებში შესული 280-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. შეგახსენებთ, რომ covid-19 შემთხვევა აჭარაში უკვე მეშვიდე დღეა, 30 აპრილის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის მონაცემებით კი კლინიკა „მედალფაში“ პაციენტთა რაოდენობა 42-დან 17-მდე შემცირდა.
ხვიჩა მამულაძე