QronikaPlus
თეონა კონტრიძე: „კორონავირუსით მოვკვდებით რუსეთში, თუ ბულინგით _ საქართველოში, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?“

თეონა კონტრიძე: „კორონავირუსით მოვკვდებით რუსეთში, თუ ბულინგით _ საქართველოში, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?“

2020-05-06 16:03:52

რუსეთებიმოსკოვები, თქვენ ხართ ოროსნები

მოგესალმებით, არ დაგიმალავთ და განრისხებული ვარ. წავიკითხე თქვენი კომენტარები მარი ნაკანის გვერდზე, ჩემი ვიდეოს ქვემოთ, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მთავრობას, რომ პანდემიის დროს დაგვეხმარებოდა რუსეთისგან დახსნაში“, - ასე იწყებს ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, თეონა კონტრიძე.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის შემდეგ მან რუსეთიდან „დოჟდის“ გადამღები ჯგუფი ჩამოიყვანა საქართველოში და დოკუმენტური ფილმი მოამზადეს.

მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ტელეკომპანიადოჟდს“ (ეს არის ასევე ერთადერთი ეფექტიანი, ალტერნატიული, ადეკვატური, სამართლიანი ტელეკომპანია) მივაწოდე ხმა ამ შემაძრწუნებელ ფაქტთან დაკავშირებით.

ჩვენი ხარჯებით 4 დღეში გადმოვაფრინე ჯგუფი, დავაკავშირე ქართულ მხარეს (ქართულ მხარე არის ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გვარამია, - სუპერ ანტირუსული განწყობის ხალხი), რომელმაც ყველაფერ გაუკეთა ორგანიზება, „დოჟდისბავშვებმა დოკუმენტური ფილმი გადაიღეს და მთელ ანტიპუტინურ რუსეთს მიაწოდეს ხმა“, - ამბობს მომღერალი.

კონტრიძის განცხადებით, რუსეთში 25-წლიანი ცხოვრების განმავლობაში, მას არც ერთ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია. ის ასევე დასძენს, რომ დღესდღეობით რუსეთში ნებისმიერი ალტერნატიული სიტყვა სიძნელის გადალახვასთანაა დაკავშირებული.

მე კატეგორიულ უარს ამბობ ყველა სახელმწიფო შეკვეთაზე, არც ერთ სახელმწიფო კონცერტში დაფიქსირებული არ ვარ. რუსეთში ჩემი 25-წლიანი ცხოვრების განმავლობაში, ყოველთვის უარს ვამბობ ყირიმში კონცერტზე, მინდა იცოდეთრომ ყირიმში 14 კონცერტზე ვთქვით უარი.

14 კონცერტი არის, მინიმუმ, 240 000 ევრო. ახლა მითხარით, ოდესმე საქართველოსთვის თუ გითქვამთ უარი ამხელა თანხაზე, არ მგონია.

რა თქმა უნდა, მე საქართველოში ვერ ვიცხოვრებ. ეს ბევრჯერ გადავწყვიტე. მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც მქონდა გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ კორონავირუსით მოვკვდებით რუსეთში  ბულინგით _ საქართველოში, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

მე, მაგალითად, კორონავირუსით სიკვდილი მირჩევნია, საკუთარ სამშობლოში ბულინგით სიკვდილს. მე მყავს რუსი ქმარი და ნახევრად რუსი, ქართულად არმოლაპარაკე ბავშვებ.

მათ რომ სკოლაში ბულინგი შეეხოთ და აუცილებლად შეეხებათ, რადგან თქვენთვის რუსეთში  მცხოვრები ყველა ადამიანი, უაღრესად პატრიოტიც რომ იყოს, საქართველოს სიყვარულით რომ კვდებოდეს, არის მტერი.

რუსეთებიმოსკოვები, თქვენ ხართ ოროსნები. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა. მე არ ვიტყვი საკუთარ თავზე, რომ დიდი ინტელექტუალური და კულტურული რესურსი ვარ, მაგრამ რაღაც-რაღაცების გაკეთება საქართველოსთვის მეც შემიძლია.

მაგრამ ამას ვერასდროს გავაკეთებ, ვერ გავრისკავ, ჩამოვიდე იმ ქვეყანაში და იმ გარემოში, სადაც ბულინგის 1% მაინც არის, რადგან მე ცივ გაყინულ ჩრდილოეთში იმხელა სიყვარულში ვცხოვრობ 25 წელიაგალოკილი ვარ თავიდან ფეხებამდე“, – აღნიშნავს ვიდეომიმართვაში თეონა კონტრიძე.

გიორგი საკარული

გაზიარება