QronikaPlus
ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლით „1945“ ეხმიანება

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლით „1945“ ეხმიანება

2020-05-06 15:45:40

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, 9 მაისს 15:00 საათზე , აიტვირთება ნიკოლოზ საბაშვილის მიერ 2015 წელს დადგმული სპექტაკლი „1945“, რომელმაც თეატრალური პრემია „დურუჯი“ მიიღო.

სპექტაკლში გადმოცემულია ჰიტლერის ბავშვობისა და ახალგაზდრობის ებრაელებთან თანაცხოვრების წლები. ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ჰიტლერის მიუწვდომელი სიყვარულია. ხელმოცარული ადოლფი მიემგზავრება პირველ მსოფლიო ომში, სადაც ფსიქიკურ აშლილობამდე მიდის. პოლიტიკური თამაშები  მისი თავშსესაფარი ხდება. მომავალი დიქტატორის შერყეული ფსიქიკა პატრიოტიზმის მანტიას მოხდენილად ირგებს და პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებულ ნაბიჯებსაც დგამს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იწყება მეორე მსოფლიო ომი.   

„1945“ სიმბოლოებით არის დატვირთული ,  თხრობა ეტიუდების ხერხის სახით გადმოიცემა. გამოყენებულია მინიმალური ტექსტები ებრაულ და გერმანულ ენებზე. ორიგინალური გადმოცემის მანერა მაყურებელს საშუალებას აძლევს იყოს მოვლენების მონაწილე და განიცადოს ყველა ის ნიუანსი, რომელიც საკუთარ თავზე  გამოსცადეს ათი ათასობით ადამიანმა.

სპექტაკლის მხატვარია- ბარბარა ასლამაზიშვილი, მუსიკალური გაფორმება თამაზ იმნაძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია- ანა სანაიას.

                                                                                  გიორგი საკარული

გაზიარება