- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-06 15:03:10
მერაბ ნინიძე Netflix-ის ახალ სერიალში გადაიღეს. ქართველი მსახიობი, ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლს ასრულებს.
სერიალი „ფროიდი/Freud“ მოგვითხრობს ახალგაზრდა ფსიქოანალიტიკოსზე, რომელიც ვენაში მომხდარი სხვადასხვა მკვლელობის საქმეებს იძიებს. სერიალი ავსტრიისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია.
ნამუშევრის ავტორები არიან მარვინ კრენი, შტეფან ბრუნერი და ბენჯამინ ჰესლერი, მთავარ როლს ავსტრიელი მსახიობი რობერტ ფინსტერი ასრულებს.
გიორგი საკარული