QronikaPlus
მწვანე ზონა _ კახეთი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება

მწვანე ზონა _ კახეთი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება

2020-05-06 10:05:20

„კახეთი კვლავ გახდება მიზიდულობის ცენტრი. რეგიონი, როგორც მწვანე ზონა და საქართველო, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, დამსვენებლებისთვის დიდი ინტერესის სფერო გახდება, ეს არ არის მარტო ჩვენი სურვილი, ეს ბევრი კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებაც გახლავთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, კახეთში ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან და სასტუმროები ვიზიტორების მისაღებად უმაღლეს დონეზე ემზადებიან.

„სასტუმროები ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ დადგენილი წესების მიხედვით ატარებენ ღონისძიებებს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისკენ არის მიმართული.

ბევრი სასტუმრო, რომელიც ტურისტულ რუკაზე უკვე ბრენდია როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, მაღალ დონეზე ემზადება, რათა როგორც კი ქვეყანაში დაწესებული აკრძალვები შემსუბუქდება, კახეთი კვლავ გახდეს მიზიდულობის ცენტრი“, – აღნიშნა რეგიონის გუბერნატორმა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება