QronikaPlus
30 აპრილის შემდეგ აჭარაში COVID-19 შემთხვევა არ დაფიქსირებულა

30 აპრილის შემდეგ აჭარაში COVID-19 შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2020-05-06 08:29:51

აჭარაში მეექვსე დღეა, 30 აპრილის შემდეგ COVID-19 ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 300-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევის შედეგი დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში უარყოფითია. შეგახსენებთ, რომ აჭარაში COVID-19 პირველი მეშთხვევა 14 მარტს დადასტურდა. დღემდე აჭარის რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. 36 გამოჯანმრთელდა 1 კი გარდაიცვალა.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება