- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-02 11:22:23
დღეს ქუთაისელები საუკუნოვან დღესასწაულ „გვირილობას“ უჩვეულოდ ზეიმობენ. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით წლევანდელ წელს, მსოფლიოში პანდემიის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, ყველა მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა.
„ქრონიკა+“ დაინტერესედა, როგორ აღნიშნავს „გვირილობის“ დღესასწაულს ცნობილი მომღერალი, ყველასთვის საყვარელი ჯგუფ „სეიშენის“ წევრი ლაშა აბზიანიძე:
„ჩემთვის ქუთაისი ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, რადგან, პირველ რიგში, ქუთაისელი ვარ და სადაც არ უნდა ვიცხოვრო, ყოველთვის ჩემი სახლი მენატრება. ამჟამად ქუთაისში ვარ და ეს ძალიან მიხარია. პრობლემა ის არის, რომ შეზღუდულები ვართ, რათა დღევანდელი ლამაზი დღე ვიზეიმოთ. ვცდილობთ, დისტანციურად გავიხალისოთ ცხოვრება. დღეს, სამწუხაროდ, იზოლირებულები ვართ და ბევრს ვერაფერს ვაკეთებთ. მინდა, მივულოცო ეს დღე ჭეშმარიტ ქუთაისელებს, რომლებიც არ ღალატობენ ამ ქალაქს და უყვართ იგი. პირველ რიგში ვისურვებდი, მალე გადაგვეგდოს უკურნებელი ვირუსი, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. სიზმარში მგონია თავი, რადგან რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო დაპაუზებულია, ქუთაისელები არც ასეთ რთულ დროს ივიწყებენ დღევანდელ დღეს, ტრადიციებს, სიყვარულს და საკუთარი ქალაქისთვის ყოველთვის აკეთებენ გასაკეთებელს“.
ლევან ქემოკლიძე