- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-01 13:48:44
2 მაისს, ქუთაისში "გვირილობისადმი" მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიებები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა გააკეთა. "ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს "გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა. ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება. დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ "გვირილობა"
ლევან ქემოკლიძე