QronikaPlus
თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის ფინალშია - ახალი შოუ 16 მაისს გაიმართება

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის ფინალშია - ახალი შოუ 16 მაისს გაიმართება

2020-04-30 14:50:37

დღეს გახდა ცნობილი ევროვიზიის ფინალისტების ვინაობა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი, თორნიკე ყიფიანი.

2020 წლის ევროვიზიის პირველ და ეორე ნახევარფინალებში მონაწილე ქვეყნებს შორის ფინალისტების გამოვლენა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე მიმდინარეობდა

2020 წლის ევროვიზიის გაუქმების გამო ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ევროვიზიის მაყურებელს 16 მაისს შესთავაზებს ახალ შოუს, სახელწოდებით Europe! Shine A Light.

შოუს 46 ტელეკომპანია გადასცემს პირდაპირ ეთერში, მათ შორის, საქართველოს პირველი არხიც.

პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 16 მაისს, 23:00 საათიდან დაიწყება. შოუში მონაწილეობას მიიღებენ 41 ქვეყნის ის მონაწილეები, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის, თორნიკე ყიფიანიც.

შოუს ორგანიზატორების განცხადებით, ამით სათანადო წესით პატივს მიაგებენ კორონავირუსით დაზარალებულ ადამიანებს და მათ, ვინც ამ კრიზისის გასამკლავებლად ბევრს მუშაობს.

თორნიკე ყიფიანი დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს თბილისში.
19 წლის ასაკში ჩამოაყალიბა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი „წრიული კუთხე“, სადაც უკრავდა გიტარაზე და მღეროდა; ჰქონდა კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთ. 2012 წელს გახდა ტელეკომპანია „მაესტროს“ მუსიკალურ შოუ „მაგთიfანის“ ფინალისტი, ხოლო 2016 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მეგაშოუ „X-ფაქტორის“ გამარჯვებული. ამჟამად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში.

საკონკურსო სიმღერა - You Are My Sunshine (კომპოზიტორი - თორნიკე ყიფიანი).

                                                                                  გიორგი საკარული

https://youtu.be/LjNK4Xywjc4

გაზიარება