- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-30 12:02:21
COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ წუთებში გურჯაანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
"თერმოსკრინინგი, პირველ რიგში, მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ბანკებთან მყოფ ადამიანებს და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უტარდებათ, მეორე ეტაპზე კი სახლებში ვიზიტი იგეგმება", - აცხადებენ მერიაში.
თერმოსკრინინგს ატარებენ: გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს დეპუტატები და ა(ა)იპების თანამშრომლები.
თერმოსკრინინგი დღეს ქალაქ გურჯაანიდან დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
მაკა მოსიაშვილი