QronikaPlus
რის გაკეთებას აპირებს პანდემიის დასრულების შემდეგ ეკა კვალიაშვილი?

რის გაკეთებას აპირებს პანდემიის დასრულების შემდეგ ეკა კვალიაშვილი?

2020-04-27 14:38:24

მომღერალი ეკა კვალიაშვილი, ისევე როგორც ყველა, თვითიზოლაციაშია და როგორც მან „ქრონიკა+“-სთან აღნიშნა, რაღაც პერიოდის განმავლობაში სულაც არ გასჭირვებია ამ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ახლა პირიქითაა. უნდა, რომ მალე დასრულდეს ყველაფერი, რადგან წინ უამრავი გეგმა აქვს განსახორციელებელი.

_ ქალბატონო ეკა, როგორ გრძნობთ თავს თვითიზოლაციაში? რამდენად რთული აღმოჩნდა ეს გამოწვევა პირადად თქვენთვის?

_ სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, თუმცა რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძლო. ყველა მომენტრა, ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები და ა. შ. ერთხელ უკვე ჩავატარე ონლაინ კონცერტი და მეორედაც ვგეგმავდი, მაგრამ ბოლოს უკვე საამისო განწყობა აღარ მქონდა. სამაგიეროდ, ახლა მაქვს ცოცხალი კონცერტის ჩატარების სურვილი და იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და  ჩემს საყვარელ მსმენელს შევხვდები.

_ სოლო კოცერტის ჩატარებაზე ხომ არ ფიქრობთ?

_ რა თქმა უნდა. დიდი გეგმები მაქვს, მე მომღერალი ვარ, აქტიური ადამიანი და ყოველთვის სიყვარულით ვემსახურები ჩემს საქმესა და მსმენელს.

_ პანდემიამ მთელი მსოფლიო დააზარალა, შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. პირადად თქვენ რა გასწავლათ ამ მდგომარეობამ?

_ ამ სიტუაციამ მასწავლა უფრო მეტად სიყვარული და იმედით ყოფნა. თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში ბევრ რამეზე დავფიქრდი, ზუსტად განვსაზღვრე ყველაფერი, თუ რა გზით და როგორ უნდა ვიარო. დავისახე უამრავი მიზანი, რომელთა შესრულებაც უკვე დავიწყე. ამას კი საზოგადოება მალე იხილავს.  

_ როგორია თქვენი ერთი დღე, დილიდან ღამემდე, ანუ როგორ გაგყავთ დრო?

_ ძალიან ჩვეულებრივად. ყველანაირი გადამეტებული ემოციების გარეშე, ძალიან მშვიდად. ვიცავ აბსოლუტურად ყველანაირ წესს და რაც მთავარია, საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს.

_ შემოქმედებითი კუთხით რამდენად უარყოფითად აისახა ეს ყველაფერი თქვენზე?

_ ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი.

                                                                  გიორგი საკარული

გაზიარება