- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-26 12:29:21
ბათუმში, ამ წუთებში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
„ქრონიკა+“-ს შსს-მ აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა. შსს-ვე ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით (40 კგ.) ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე. სპეცოპერაცია ამერიკელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ერთობლივად კოორდინებულად ჩაატარეს.
შსს დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.
ხვიჩა მამულაძე