- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-24 11:44:31
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფშაველი-აბანო-ომალოს 35-ე კილომეტრამდე გზა უკვე გაიწმინდა ზვავისგან, მეწყერისგან და ქვა-ღორღისგან. ხვალიდან პროცესში ჩაერთვება მძიმე ტექნიკა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინიტრომ გასულ წელს ახმეტის მუნიციპალიტეტს გადასცა.
სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენერჯი გრუპი“.
„თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კმ-ზე, სადაც გასულ წელს გზის აღნიშნული მონაკვეთი დატბორილი იყო, რამდენიმე დღის წინ ვერტმფრენით დავათვალიერეთ. აღსანიშნავია, რომ გზა წყლით დაფარული არაა, ახლა მთაში თოვლი მოვიდა, ამას გადაუღებელი წვიმებიც ერთვის და მდინარე ალაზნის დონე რამდენად მოიმატებს, იმაზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობა იქნება გზის ამ მონაკვეთზე“, - განაცხადა ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.
დიდთოვლობის გამო თუშეთის ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. ამ პერიოდში მაღალმთიან სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი, რომელიც კვირაში ერთხელ ადგილობრივებისა და მესაზღვრეების გადაყვანას უზრუნველყოფს.
მაკა მოსიაშვილი