- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-24 10:24:54
ახალი შემთხვევა ეგრეთწოდებულ ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. 70 წლის ქალი ქობულეთში ცხოვრობს. გუშინ ბათუმში სულ 180 ანალიზი გამოიკვლიეს, მათგან მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში იყო დადებითი პასუხი. „180 გამოკვლეულიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა COVID-19, 70 წლის ქალი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ოჯახის მხოლოდ ერთ წევრთან ჰქონდა შეხება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ. ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ გადაჰყავთ. კლინიკაში სულ COVID-19-ით 38 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 13 ადამიანი განიკურნა და ბინაზე გაეწერა.
ხვიჩა მამულაძე