- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-23 06:25:30
ბათუმში „covid-19“-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ერთი გუშინ შემოვიდა სარფის საბაჟოდან, მეორე ინფიცირებული კი, უკვე ერთი კვირაზე მეტია კარანტინში იმყოფება. ბათუმში, საერთო ჯამში 24 საათის განმვალობაში 102 პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან 100 ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
ხვიჩა მამულაძე