- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-22 09:11:57
„კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია - 30 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში ლუგარში გუშინ გაიგზავნა და არც ერთ მათგანს covid-19 არ დაუდასტურდა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება.
რეგიონში 10 საკარანტინე სივრცეა, სადაც 609 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 15 პირი რჩება.
ამასთან, ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან კორონავირუსზე ტესტირება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც ჩაუტარდებათ.
კახეთში ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მაკა მოსიაშვილი