- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-20 16:44:47
ბათუმში სატუმრო ”სპუტნიკში” სადაც საკარანტინე სივრცეში ქართველები იმყოფებიან 45 ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა+“-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა რომელიც კარანტინშია. ,,17 აპრილს დაფიქსრიდა ჩვენთან საჭმლით მოწამვლის ფაქტი, ჯამში 45 ადამიანი მოიწამლა, ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში გამოკლევებზე. ამ ფაქტმა ჩვენი შეშინება გამოწვია, ჩვენ უკვე შეგვისრულდა 15 დღიანი კარანტინის ვადა, მაგრამ მაინც არ გადავყავართ სახლში. ათასგვარ მიზეზს გვეუბნებიან გაუგებარს გვითხრეს, რომ ყველას ტესტი უნდა ჩაუტარონ მაგრამ მხოლოდ 4 ადამიანს ჩაუტარეს ტესტი. ვითხოვთ დროულად დაგვაბრუნონ სახლებში რადგან კარანტინის ვადა ამოგვეწურა,, - აცხადებს თამარ ციქარიძე.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა სასტუმროს ადმინისტრაციას სადაც მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ. რაც შეეხება საკვებს, “სპუტნიკში” აღნიშნავენ, რომ საკარანტინე სივრცეში მყოფი პირების კვებას არა სასტუმროს რესტორანი, არამედ მათი ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა, რომელთანაც აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გამოკვლევის შემდეგ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ნაწილმა სასტუმრო უკვე დატოვა, სხვებს კი საკარანტინო სივრციდან ხვალ გაუშვებენ.
ხვიჩა მამულაძე