- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-17 15:25:42
ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარ მეუფე დავითის თქმით, მრევლი თვითონ გადაწყვეტს, როგორ მივიდეს ტაძარში ისე, რომ კანონი არ დაარღვიოს.
„ალავერდის ტაძარში ღამისთევა იქნება. მრევლი, რომელიც ვერ შეძლებს მოსვლას, სახლში დარჩება და მეორე დილით 7 საათზე მივა სამრევლო ტაძრებში. აქ ღამისთევა თორმეტის ნახევარზე დაიწყება. მრევლი თვითონ გადაწყვეტს, როგორ მოვიდეს, იგი დაიცავს კანონს და აღასრულებს თავის სარწმუნოებრივ მოთხოვნილებებს“.
კითხვაზე, - რამდენად ელოდებოდა სამღვდელოება მთავრობის გადაწყვეტილებას ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მეუფემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს განსაცდელი დაიწყო, მოულოდნელი არაფერია.
„გულთამხილავები არ ვართ, მაგრამ დაწყებული ამ განსაცდელიდან, ყველაფერს ველოდებით“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
დილიდან ალავერდის საკათედრო ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა გარდამოხსნის ლოცვები წაიკითხა.
ტაძარში მსახურების დროს სასულიერო პირები, მონასტრის წევრები და მრევლის მცირე რაოდენობა იმყოფებოდა, მათ შორის, სტიქაროსნები, რომლებიც დისტანციას არეგულირებდნენ.
მაკა მოსიაშვილი