QronikaPlus
კახეთში სოციალურად დაუცველებს სასურსათო კალათები გადასცეს

კახეთში სოციალურად დაუცველებს სასურსათო კალათები გადასცეს

2020-04-17 15:23:09

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცა. სოციალური კამპანიის  ინიციატორი თელაველი გიორგი მათურელია, რომელმაც 300-ზე მეტ პენსიონერს   სააღდგომო ნუგბარი, ჰიგიენური საშუალებები და პირბადეები  თავად დაურიგა.

საქველმოქმედო აქციის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავიურისის გამო პანდემია გამოცხადდა, კახეთის რეგიონის მასშტაბით, სოციალური კამპანიის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივმა  მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო კალათები უკვე გადასცა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება