QronikaPlus
ბათუმში covid-19-ით ინფიცირებულთა  რაოდენობა 7-ით გაიზარდა

ბათუმში covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა

2020-04-17 08:18:05

ბათუმში covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მონისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, 5 მედპერსონალია, ორი კი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მინისტრი არ აზუსტებს იმას, რომ თუ სად მოხდა მედიკოსების დაინფიცირება რომელ სამედიცინო კლინიკაში. „მათი სურვილით არ დავასახელებ და დავაკონკრეტებ თუ რომელ კლინიკაში მოხდა ეს, ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და მათ არ იციან ამის შესახებ. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი. ვიტყვი იმას რომ ისინი იზოლაციაში იყვნენ“-განაცხადა ზაალ მიქელაძემ. კლინიკა ,,მედალფაში” უკვე covid-19 დადასტურებული შემთხვევის რაოდენობამ 37-ს მიაღწია.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება