- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-15 07:34:18
კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში, რომელიც უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. ამათგან ერთი არასრულწლოვანი – 10 წლამდე ასაკისაა, იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად ქობულეთში. ინფიცირებულია ასევე მოზარდის დედაც. ამ დროისთვის ორივე მათგანი გადაყვანილია ქუთაისში. ორი კი, ქობულეთის მკვიდრია და მას მკურნალობა ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ჩაუტარდება.
,,4 ახალი შემთხვევებიდან არის ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული, მაგრამ ორი პირი ბათუმის მაცხოვრებელია, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ იმ სოფლებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა'' - ამბობს ნინო ნიჟარაძე. კლინიკა მედალფაში ამ ეტაპზე 30 პაციენტი მკურნალობს.
ხვიჩა მამულაძე