QronikaPlus
კახეთში კორონას შემთხვევა კვლავ არ დადასტურდა

კახეთში კორონას შემთხვევა კვლავ არ დადასტურდა

2020-04-14 07:40:55

"ლუგარის ცენტრში  გაგზავნილი 12  ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ანალიზები მოქალქეებს საკარანტინო სივრცეებიდან და ცხელების ცენტრიდან გუშინ ავუღეთ", - განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე  ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე  პაციენტებიდან  სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება.

კახეთის რეგიონში საკარანტინო ზონების რაოდენობა 11-დან 8-მდე შემცირდა, სადაც, ბოლო ინფორმაციით, 394 მოქალაქე იმყოფება. რეგიონში ეპიდსიტუაცია ისევ სტაბილურია და  covid-19-ით ინფიცირებული არ გამოვლენილა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება