QronikaPlus
სასულიერო პირებს სწრაფ ტესტებს ჩაუტარებენ?

სასულიერო პირებს სწრაფ ტესტებს ჩაუტარებენ?

2020-04-13 09:28:51

აბბა ალავერდელ მეუფე დავითის ინფორმაციით,  უახლოეს პერიოდში  სინოდის წევრების საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან  შეხვედრა იგემება, თუმცა როდის, მიტროპოლიტმა  კონკრეტული თარიღი არ იცის.

მეუფე დავითმა კორონავირუსთან დაკავშირებით სასულიერო პირების შესაძლო სწრაფი ტესტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას პატრიარქთან ერთად განიხილავენ.

"სპეციალისტების შეფასებით,  სწრაფი ტესტი სანდო არ არის და ლაბორატორიული ტესტი უკეთესია. თუ აუცილებელი იქნება  ლაბორატორიული ტესტის ჩატარება საერო და სასულიერო პირებისთვის, ჩვენთვისაც საინტერესოა ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ. ჯერ ამაზე გადაჭრით პასუხი არ არის და თუ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა შედგება და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა,  იქ ვიმსჯელებთ.   ვინმე რომ დამშვიდდეს, შეიძლება ეს შრომა თავს ვიდოთ, მაგრამ ის, რომ რისკჯგუფს მივეკუთვნებით, რახან ბევრ ადამიანს ვხვდებით, ესეც ფაქტია. სიმშვიდე ყველაზე უკეთესია და ვინც მშვიდად, ღვთისადმი იმედით იქნება, მგონია, ყველა განსაცდელს გადარჩება", - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება