QronikaPlus
რა ვითარებაა კახეთში? _ 13 აპრილის მონაცემები

რა ვითარებაა კახეთში? _ 13 აპრილის მონაცემები

2020-04-13 09:25:16

კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, COVID 19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. თვითიზოლაციაში რჩება 2 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე 444 მოქალაქე იმყოფება.

კახეთში ცხელების ცენტრები ყოველდღე ემსახურებიან პაციენტებს. საეჭვოთა ნიმუშებს იღებენ როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე საკარანტინე სივრცეებიდან.

12 აპრილს ლუგარის ცენტრში საკარანტინო ზონებიდან 7 ნიმუში გაიგზავნა. ყველა პასუხი უარყოფითია.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება