- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-12 11:56:20
აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, ქობულეთში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 203 პირი გამოიკვეთა, საიდანაც 20 მათგანს covid-19 დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მივიდა.
მინისტრის თქმით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებს.
შეგახსენებთ: ამ დროისთვის აჭარაში covid-19-ით ინფიცირებული სულ 25 პაციენტი რჩება.
ხვიჩა მამულაძე