- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-10 08:01:53
დღეს ბათუმში თურქეთიდან covid-19-ით დაინფიცირებული მოქალაქე გადმოიყვანეს. მას covid-19 თურქეთში დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მოქალაქეს ახლავს ორი მასთან კონტაქტირებული პირი. ამ წუთებში პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ გადაჰყავთ. „სარფიდან გადმოჰყავთ საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, მაგრამ დოკუმენტაცია არ გვინახავს, ამიტომ დეტალურ ინფორმაციას ამ დროისთვის ვერ მოგაწვდით. აღნიშნულ მოქალაქესთან კონტაქტირებული კიდევ ორი პირია. რამდენიმე წუთის წინ ისინი საზღვარზე იყვნენ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ხვიჩა მამულაძე