QronikaPlus
კახეთში 10 მოქალაქეს კორონა არ დაუდასტურდა

კახეთში 10 მოქალაქეს კორონა არ დაუდასტურდა

2020-04-09 09:19:51

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა 10 მოქალაქის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს კლინიკაში პაციენტები მკურნალობას ისევ აგრძელებენ. ზოგიერთ მათგანს პნევმონია აღენიშნება, რის გამოც ყველა საეჭვო მოქალაქის ნიმუში გუშინ დილით ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნეს.

რეგიონში 4 ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს. საავადმყოფოებმა საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების მიღება უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად დაიწყეს.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება