QronikaPlus
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია

2020-04-07 11:51:42

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ცხელების ცენტრებში საეჭვო პაციენტებისგან საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის აღება გაგრძელდება, როგორც ცხელების კლინიკიდან, ასევე საკარანტინო სივრცეებიდან.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის მასშტაბით სამ საკარანტინო ზონაში 446 მოქალაქე რჩება. რეგიონში დაინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება