- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-07 06:26:16
ბათუმში, კორონავირუსი დაუდასტურდა შუახნის ქალს, რომლის დაინფიცირების წყარო დადგენილი ჯერჯერობით არ არის. პაციენტი ამ დროისთვის კლინიკა ,,მედალფაშია” გადაყვანილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე მოსახლეობას მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მივმართავ ყველას, დაიცვას უსაფრთხოება, დაიცვას დისტანცირება, თავი მოარიდოს ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაყოვნებას, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე, ხელის ხსნარები. პასუხისმგებელი ვართ ჩვენ თითეული ჩვენთაგანი საკუთარი ასევე სხვების ჯანმრთელობაზე“ აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
ბოლო მონაცემებით ქვეყნის მაშტაბით კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 39 გამოჯანმრთელებული, 2 -კი გარდაიცვალა.
ხვიჩა მამულაძე