- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-06 09:13:25
ბათუმში, კარანტინში მყოფ სამ ადამიანს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა+“-ს ჯანდაცვის სამინისტრომ დაუდასტურდა.
სამინისტროსვე ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან ორს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთს კი - ლონდონში.
ინფიცირებული პირები ამ დროისთვის ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს.
ბათუმში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 12 პაციენტს მკურნალობენ, ერთის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა.
6 აპრილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული, 36 გამოჯანმრთელდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ხვიჩა მამულაძე