- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-05 13:38:12
ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
როგორც აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებმა „ქრონიკა+“-ს უთხრეს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში საეჭვო წარმომავლობის ნივთი იპოვეს. მეზობლების თქმით, ბინაში ანტისანიტარია იყო, აქედან გამომდინარე, მათ მერიის სამსახურები გამოიძახეს.
„შპს სანდასუფთავების“ დირექტორმა, დავით დუმბაძემ, „ქრონიკა+“-სთან აღნიშნა, რომ ადგილზე ქვემეხის ჭურვი აღმოაჩინეს და მაშინვე 112 აცნობეს.
შს სამინისტროში „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/ შენახვის მუხლით მიმდინარეობს.
ხვიჩა მამულაძე