- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-03 12:01:16
ქობულეთში ლესელიძის ქუჩაზე სტომატოლოგიური კლინიკა „დინა“ ავტომატურად მუშაობს და პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა+“-ს კლინიკის მეზობლებმა მიაწოდეს.
,,ეს სტომატოლოგიური კლინიკა მფლობელს საკუთარი სახლის ეზოში აქვს გახსნილი გვერდით, კაპიტალურად გაკეთებული, სადაც თავისი ნათესავები ჰყავს დასაქმებული. თვითონ პროფესიით სტომატოლოგ-ქირურგია და ქირურგიული ჩარევის პაციენტებს თავად ღებულობს სახლში, ხოლო თერაპიულ ჩარევებს მისი ნათესავი ექიმები ახორციელებენ“, - განუცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა „ქრონიკა+“-ს, რომლის ვინაობას, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ.
„ქრონიკა+“ აღნიშნული კლინიკის მფობელს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი უარყო:
,,24 რიცხვიდან დაკეტილები ვართ, კონსულტაციებს მხოლოდ ტელეფონით გავდივართ ან თუ ვინმე ეზოში მოვიდა“.
აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად „ქრონიკა+“-მა შს სამინისტროს მიმართა:
,,ამ წუთას დაკეტილია, თუმცა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და თუ მოძრაობას შევნიშნავთ, ფაქტზე რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადეს შს სამინისტოში.
ხვიჩა მამულაძე