- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-02 08:28:39
კორონავირუსით დაინფიცირებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბათუმში გადის მკურნალობის კურსს, შესაძლოა, დღეს გაეწეროს. ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, ლევან ანთაძემ განუცხადა.
„ჩვენს კლინიკაში გუშინ 9 პაციენტი იყო შემოყვანილი. ერთს, რომელიც საზღვრიდან გადმოიყვანეს, „კოვიდზე“ ტესტი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება მძიმე პაციენტს, მისი მდგომარეობა უცვლელია. დაგეგმილი გვაქვს კლინიკური ღონისძიებები. დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია. ვინც გამოჯანმრთელდება, გავწერთ. ისინი თვითიზოლაციაში გააგრძელებენ ყოფნას“, _ განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ბათუმში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ისინი ამ წუთებში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან. 2 აპრილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. გუშინ 10 წლის ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 130 შემთხვევაა დაფიქსირებული. 23 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ხვიჩა მამულაძე