QronikaPlus
რატომ დატოვა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია მეუფე სერაფიმემ?

რატომ დატოვა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია მეუფე სერაფიმემ?

2016-05-30 13:09:12

2016 წლის 25 აპრილს საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. „პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) ეპარქიის მმართველობიდან განთავისუფლდა. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე)“, _ ნათქვამია განცხადებაში. მეუფე სერაფიმეს წასვლის მიზეზებზე ათასი ჭორ-მართალი გავრცელდა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ მისი მოულოდნელი გაუჩინარება ჩვეულებრივი გადაცდომის გამო არ მომხდარა. ვინ არის მეუფე სერაფიმე და რა კავშირები აქვს მას? „ქრონიკა+“-ის არქივში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მომზადებული მეუფეების სკანდალური დოსიეები ინახება. რა ინფორმაციას ფლობდა „კუდი“ მეუფე სერაფიმეს შესახებ? მთავარეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე ჯოჯუა (ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია) მთავარეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე (სერაფიმე ილიას ძე ჯოჯუა).    დაბადებული 1961 წლის 15 თებერვალს. რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ბორჯომი, სააკაძის ქ. #40, სადაც ასევე განთავსებულია ბორჯომ-ბაკურიანის მართლმადიდებლური ეპარქიის რეზიდენცია. აქვს საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში მისამართზე: ვაჟა-ფშაველას III კვ. ტელეფონი: 899 500-487. ჰყავს ავტომანქანა ,,გოლფ-3”, სახ. #WVN 280. 1984-90 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1992 წელს იგი ბერად აღიკვეცა და მოღვაწეობა დაიწყო ფოკის მამათა მონასტერში. 1992-2000 წლებში მან რამდენიმე სასულიერო წოდება მიიღო. 2000 წლიდან იგი გახდა ბორჯომ-ახალქალაქის მთავარეპისკოპოსი. 2002 წლის 17 ოქტომბერს ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქია დაიყო ორ ეპარქიად _ ახალქალაქი-კუმურდოსა და ბორჯომ-ბაკურიანის, რა დროსაც ბორჯომ-ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი გახდა მეუფე სერაფიმე. მას ბორჯომის რაიონში კარგი ურთიერთობები აქვს როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ბორჯომის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტალახაძესთნ (მინერალური წყალი „ზანავი“), საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის“ პრეზიდენტ დავით გელაშვილთან (ქ. ბორჯომში არდაგნის დასახლებაში აშენებს ეკლესიას საკუთარი სახსრებით) და ბიზნესმენ თამაზ გელაშვილთან, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა იერუსალიმში. მანვე შეიძინა ლიკანში მცხეთის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რათა საჩუქრად გადასცეს ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიას შემდგომში ეკლესიის ასაშენებლად. სერაფიმე ჯოჯუას კარგი ურთიერთობა აქვს მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ გრიგალაშვილთან. ასევე კარგი ურთიერთობა აქვს ქ. მოსკოვის ვიცე-მერ იოსებ ორჯონიკიძეთან, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ქ. ბორჯომში აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. 2004 წელს ბორჯომის რაიონის გამგეობამ ეპარქიას საჩუქრად გადასცა 4 ავტომობილი „ნივა“ და 3000 აშშ დოლარი. სერაფიმე ჯოჯუა გეგმავს რუსთავის ეპარქიის მმართველის თანამდებობის დაკავებას, გადაიბირა რუსთავის ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირი. ამ ოპერატიული ცნობიდან უკვე ჩანს, რომ მეუფეს კავშირები ჰქონდა რუსულ სახელისუფლებო წრეებთან _ მოსკოვის ვიცე-მერი სოსო ორჯონიკიძე ამ წრეებში ფრიად დაწინაურებული პირი გახლავთ. მეუფე სერაფიმეს წასვლის შემდეგ მის შემცვლელად დანიშნულმა მეუფე თეოდორემ ქადაგებისას უცნაურად დამაბნეველი ტექსტით სცადა მომხდარის ახსნა: „ძალიან რთულია, რამით განუგეშოთ, მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ღვთის ნება არის, ღვთის ნების გარეშე ამქვეყნად არაფერი ხდება. თუკი მეუფე სერაფიმემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მან უწმინდესს სთხოვა, ეპარქიიდან ყოფილიყო განთავისუფლებული, ეს, რა თქმა უნდა, ღვთის ნების გარეშე არ მომხდარა, ღმერთმა დაუშვა ეს. რა იყო ამაში, ვისი ბრალი იყო, რისი ბრალი იყო, რა ხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით, ეს ღმერთმა იცის. ფაქტი ის არის, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალი იყო ეს, პირადად ჩემი ბრალი, შემიძლია ვთქვა, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენგანის ბრალი. ალბათ, რაღაცას ვერ მივაქციეთ ის ყურადღება, ვერ გამოვიჩინეთ ის გულისხმიერება, რაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ცხოვრება მთავრდება, ამით ცხოვრება არ მთავრდება, ცხოვრება არის ძალიან ღრმა და ძალიან რთული“, _ მეუფე თეოდორეს ქადაგებიდან მხოლოდ ქვეტექსტების გარკვევა შეიძლებოდა, ამიტომ „ქრონიკა+“ შეეცადა, დეტალურად გაერკვია, რა მოხდა ბორჯომში და რატომ დატოვა ეპარქია მეუფე სერაფიმემ? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მეუფე არასრულწლოვანზე ძალადობაში დაადანაშაულეს. ინფორმაცია ძალიან ვიწრო წრეში გავრცელდა, რადგან არასრულწლოვანი ბორჯომში ერთ-ერთი თანამდებობის პირის დისშვილი გახლდათ. იმის გამო, რომ სუს-ი მიღებულ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდა, მოქმედი მაღალჩინოსანი თავად მისულა საპატრიარქოში და მომხდარის შესახებ პატრიარქი საქმის კურსში ჩაუყენებია. უხერხულობისა და სკანდალის თავიდან აცილების მიზნით საპატრიაქოს მეუფე სერაფიმესათვის ეპარქიიდან საკუთარი სურვილით წასვლა შეუთავაზებინა, რაც, საბოლოო ჯამში, ასეც მომხდარა. „ქრონიკა+“ შეეცადა, მოპოვებული ინფორმაცია რომელიმე მხარესთან გადაემოწმებინა, მაგრამ ამ თემის დეტალებზე საუბარი არავის უნდა.  

                                                                                          მარიამ ბალანჩივაძე

     

გაზიარება