QronikaPlus
მობილური ტერმინალი ,,თიბისი ბანკისგან“

მობილური ტერმინალი ,,თიბისი ბანკისგან“

2016-04-22 09:41:53

,,თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერით მერჩანტები (მეწარმეები) დღეიდან გადახდის ყველაზე სწრაფი, ინოვაციური და კომფორტული სისტემით ისარგებლებენ. მობილური ტერმინალი მცირე ზომის, თანამედროვე ფუნქციის მქონე მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც გადახდა მარტივად შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათით, მათ შორის, უკონტაქტო ბარათითაც. მობილური ტერმინალი ციფრულ ტექნოლოგიებზე მომუშავე ინოვაციური პროდუქტია, რომელიც განკუთვნილია ფართო ბიზნესსეგმენტისთვის: კაფე-ბარებისთვის, სილამაზის სალონებისთვის, მარკეტებისთვის, სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, საკურიერო მომსახურებისთვის, ვტოსამრეცხაოებისთვის, გარე მოვაჭრე ჯიხურებისთვის და სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.   პროდუქტის უპირატესობები: •გადახდა უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციული პოსტერმინალების გამოყენებისას. ქვითრის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით; •მოწყობილობა არის პატარა ზომის და მისი ტარება, ან განთავსება უფრო მარტივი და მოსახერხებელია; •მობილურ ტერმინალს აქვს ონლაინ რეპორტინგის სისტემა. კომპანიას საშუალება აქვს, ვებპორტალის მეშვეობით შექმნას ტრანზაქციების ისტორია, აწარმოოს გაყიდვების სტატისტიკა, ამოიღოს ამონაწერი და სხვ.; •მობილური ბარათის წამკითხველები კომპანიებს ,,თიბისი ბანკისგან“ უფასოდ გადაეცემათ. სამომავლოდ ,,თიბისი ბანკი“ მობილურ ტერმინალს რამდენიმე ახალ ფუნქციასაც შეჰმატებს. ინოვაციური გადახდის სერვისი ,,თიბისი ბანკმა“ სტრატეგიულ პარტნიორთან, საგადამხდელო სისტემა ,,Visa International“-ის მხარდაჭერით დანერგა. ,,თიბისი ბანკი“ გადახდის ტექნოლოგიურ ინოვაციას საერთაშორისო კომპანია GoSwiff-თან ერთად ახორციელებს.

გაზიარება