QronikaPlus
18 ოქტომბერს ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება

18 ოქტომბერს ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება

2015-10-15 12:50:17

ცნობილი ხდება, რომ სამტრედია-ბათუმის უბნის ჩაქვი-ქობულეთის გადასარბენზე კმ19  პკ8-ში არსებულ ერთლიანდაგიან ლითონის გზაგამტარ ხიდზე (1x33.6მმ) მალის ნაშენის შეცვლის სამუშაოების გამო, 2015 წლის 18 ოქტომბერს, სარკინიგზო-ტექნოლოგიური „ფანჯრის“ განმავლობაში 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე უნდა მოხდეს გზაგამტარი ხიდის ქვეშ გამავალ საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა (დაკეტვა) და ალტერნატიული შემოვლითი გზით სარგებლობა. მოსახლეობას, რომელსაც მოუწევს ამ პერიოდში აღნიშნული მონაკვეთით სარგებლობა, აუცილებელია გაითვალისწინონ შეზღუდვები და ალტერნატიული მოძრაობის წესების დამორჩილება, რათა თავიდან იყოს აცილებული ავტომაგისტრალზე მოსალოდნელი შეფერხებები - განცხადებას აქვეყნებს შპს „ელიტა ბურჯი.“

გაზიარება