QronikaPlus
„ობშიაკი“-ს შემოწმების შემდეგ „კანონიერი ქურდი“ დავით ბოჟაძე (როკო) ტიტულს დაემშვიდობა

„ობშიაკი“-ს შემოწმების შემდეგ „კანონიერი ქურდი“ დავით ბოჟაძე (როკო) ტიტულს დაემშვიდობა

2015-06-05 07:15:16

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, გასული კვირის უქმეეებზე „ქურდული ბიუჯეტის" ,,მარეგულირებელმა კომისიამ", რომელიც შაქრო კალაშოვის მიერ გაცემული ,,სანქციით" სარგებლობდა, 33 წლის ,,კანონიერი ქურდის"დავით ბოჟაძის(როკო) კარიერას წერტილი დაუსვა. ,,ბრალდებულს" ბრალი ქურდული ობშიაკიდან ფული უკანონო მითვისების ბრლადებით წარედგინა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ ,,კომისიამ" დასკვნაც დადო. ,,ქურდული ბიუჯეტის"ტოტალური კონტროლი, შაქროს ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო. ასატრიანის და პიჩუგინის დაჯგუფებების დაპირისპირების მიზეზი, როგორც გაირკვა ,,ობშიაკის" შემოსავლებზე კონტროლის უფლების მოპოვება გამხდარა, რომლის დიდ წილსაც სწორედ ,,პიჩუგინელები" აკონტროლებდნენ. ,,კომისის"დასკვნიდან ირკვევა, რომ ედიკი რეგიონებიდან შემუსულ თანხებს, საკუთარი ბუღალტერიის გამოყენებით საგულდაგულოდ სხვა მიმართულებით აგზავნიდა და ციფრების გადამოწმების შემდეგ ,,შესაბამისმა ორგანოებმა",,ობშიაკის" ბიუჯეტის შავ ხვრელსაც მიაგნეს. დასკვნის მიხედვით, რიაზანის კოლონიის კონტროლის შემდეგ, გაირკვა, რომ კოლონიაში აკრებილი ,,საერთო", მაყურებლის მიერ, ხაბაროვსკის მხარეში, სწორედ როკოს სახელზე იგზავნებოდა. კითხვაზე თუ სად ქრებოდა ფული? დავიდ ბოჭაძემ,(იგივე როკო) ეგრეთწოდებული მაყურებელი არითმეტიკის უცოდინარობაში დაადანაშაულა და თავის მართლებას ამ გზით შეეცადა. ,,ეს მან არია მიმართულება, ის უბრალოდ არითმეტიკას ვერ ფლობს" თუმცა შაქროს მიერ დაკომპლექტებული ,,შემოსავლების სამსახური" პროფესიონალების დეფიციტს არ განიცდის და როკოს შავი ბურალტერიის მთელი სქემა ცხვირწინ გადაუშალეს, რამაც მის ,,ქურდულ"კარიერას წერტილი საბოლოოდ დაუსვა. აღნიშნულ ბრალდებებს, კოლონიაში „მუჟიკების საჩივარიც" დაემატა. კერძოდ, როკო ადმინისტრაციის მითითებით ,,მუჟიკებს" ტელეფენით და ინტერნეტიტ სარგებლობას უზღუდავდა. ზურგს უკან ,,ზეკები" მას ,,შავ კლუჩნიკად" მოიხსენიებდნენ. ,,ფინანსური კომისიი" წევრებს არც როკოს ,,ნათლიებიც" დავიწყებიათ, რობინზონს და პაატა მოლენკის საკუთარი ,,ნათლულის საქმენი საგმირონი" დასაბუთებულად გადაუგზავნეს, როგორც ხდება ხოლმე, ფაქტი ჯიუტია და კრიმინალურმა გენერლებმა, აღიარეს, რომ ისინი როკოში შეცდნენ.

გაზიარება