QronikaPlus
მოსკოვთან ახლოს „კანონიერი ქურდი“ „კოსტილი“ დააკავეს

მოსკოვთან ახლოს „კანონიერი ქურდი“ „კოსტილი“ დააკავეს

2015-05-29 07:32:39

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, მოსკოვთან ახლოს (ნარო ფომინსკი) რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, 45 წლის ,,კანონიერი ქურდი“ კონსტანტინე ბორისოვი, იგივე ,,კოსტილი“ დააკავეს. დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტის ადვოკატის ივანე მირონოვის განცხადებით, სამართალდამცავებმა დაკავების დროს, ბორისოვის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 10 გრამი ნარკოტიკული საშუელბა ჰეროინი ამოიღეს. ,,სპეცოპერაციის მსვლელობის დროს, ბოროტმოქმედმა საკუთარი ავტომობილის (Toyota Land Cruiser 200) კარები ჩაკეტა. სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ, ავტომობილის მინები ჩაემსხვრიათ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ნაკოტიკული საშუელაბა ჰეროინი და გაურკვეველი წარმომავლობის ცეცხლსასროლი იარაღი“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მანძილზე, ედუარდ ასატრიანის კლანის წინააღდეგ, სამართალდამცავების მიერ გამოცხადებული ,,წმენდის“ შემდეგ, კონსტანტინე ბორისოვი (კოსტილი), ასლან უსოიანის (ძედ ჰასანი) ოპოზიციური ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც ,,სვობოდაზე“ იმყოფებოდა.

გაზიარება