- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-05 07:17:12
აჭარაში COVID-19 ახალი შემთხვევა დღესაც არ დაფიქსირებულა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ქრონიკა+“-ს განუცხადეს გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებმა 140 პირის სინჯი გამოიკვლიეს. გამოკვლევის ყველა პასუხი უარყოფითია. შეგხსენებთ, რომ რეგიონში ხუთი დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ტესტირება სულ 5000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.
ხვიჩა მამულაძე